პოლონეთში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსის თითქმის 1600 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

პოლონეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1587 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გუშინ ეს რიცხვი 1136 ინფიცირებულს შეადგენდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 23 პაციენტი ემსხვერპლა, რაც ასევე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

პოლონეთში პანდემიის დაწყებიდან სულ 84 396 დადასტურებული და 2 392 ლეტალური შემთხვევაა.

პოლონეთის მოსახლეობა თითქმის 38 მილიონ ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები