სტეფანწმინდაში ყაზბეგის სივრცის დაგეგმარების კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, განხილვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე, მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გის და დზ საკონსულტაცი ცენტრი ”გეოგრაფიკი”-სა და კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გაწეული სამუშაოს შედეგები დეტალურად გააცნეს.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების მხრიდან ძირითადი კითხვები სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის შემდგომ აღსრულების მექანიზმების შესახებ დაისვა. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკი” ამუშავებს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის“ დოკუმენტაციას.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს რეგიონალური და ეროვნული ეკონომიკის სექტორების სხვადასხვა მიდგომებს შორის საერთო და მდგრადი წონასწორობის პოვნის საჭიროებას, მუნიციპალური, თემური და სოფლის სივრცეების რაციონალურ დაგეგმვას და გამოყენებას ტერიტორიების მდგრადი განვითარების მიზნით.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია შემუშავებულია გეგმარებითი ერთეულის კვლევის საფუძველზე.
საჯარო განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ პირს აქვს უფლება “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციასთან” დაკავშირებული საკუთარი წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 15 ოქტომბერის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: დაბა სტეფანწმინდა ალ.ყაზბეგის N2 ან ელექტორონული ფოსტის მისამართზე: kazbegimunicipality.info@gmail.com .
კონცეფციის დოკუმენტაცია წარმოდგენილია მითითებულ ბმულზე ⤵ http://kazbegi.gov.ge/…/qazbegis-municipalitetis… „,- ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები