გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე გამახვილდა.
ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.