სოფელ განახლებაში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა

სოფელ განახლებაში აქტიურად მიმდინარეობს ჭაბურღილის, რკინა-ბეტონის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 261468 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაო პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეული მოსახლის ეზოში წყალმზომის (მრიცხველის) მონტაჟი მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები