ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი, “ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული – ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქართულმა ოცნებამ უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა. სახელმწიფოს ბიზნესთან სამართლიანი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაზე. ჩვენ შორის არსებობს ნდობა, რადგან ამ წლების განმავლობაში ვიცავდით ბიზნესის თავისუფლებას. ვაპირებთ, დიდი ენერგია, ძალისხმევა ჩავდოთ ბიზნესის მხარდასაჭერად და ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი მომავალშიც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე იყო.
„კარგად ვიცნობ ამ სფეროს, რადგან მოვდივარ ბიზნესიდან. აუცილებლად ექნებათ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე”, – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები