თამარ გაბუნია: აჭარაში შეზღუდვების დაწესებამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ეფექტი უნდა მოგვცეს
“ეს შეზღუდვები მობილობის შემცირებაში დაგვეხმარება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას – “რამდენად ეფექტური იქნება ის შეზღუდვები, რაც აჭარაში დაწესდა”.
მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.
“ეს შეზღუდვები მობილობის შემცირებაში დაგვეხმარება. მობილობის შეზღუდვა 15-20%-ით არის მოსალოდნელი. ეს აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სიტუაციის სტაბილიზაციის ეფექტი უნდა მოგვცემს. ეს შეზღუდვები მიმართულია არააუცილებელი სოციალური აქტივობების შეზღუდვისკენ, რაც თავისთავად არის მკვებავი ამ ეპიდემიისა”, – აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე, ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.