დღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ მიიღებს

ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების საკონსულტაციო 24-ე ცენტრი სენაკში გაიხსნა. დღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ეძლევა, უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური საკითხები.

ცენტრი სამუშაო ოფისით მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო და ის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსდება.

იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე – გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე – კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები