ნათია მეზვრიშვილი: სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედ-პერსონალი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი კორონავირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების სრული მარაგია და გადამზადებულია მედ-პერსონალი.

“წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების შემთხვევების მატებასთან. ჩვენ თავიდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ სისტემა მოგვემზადებინა, შეგვეძინა მეტი ცოდნა ვირუსის მართვასთან დაკავშირებით, შეგვემცირებინა მობილობა და, რაც მთავარია, ამ გზით შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. ფაქტობრივად, მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა,  ჩვენი ეს სტრატეგია სწორი იყო იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად დიდი ადამიანური დანაკარგები თავიდან ავირიდეთ.

სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედ-პერსონალი, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების მატება გვაქვს, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები