გორის მერია: ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება

გორში ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეზოს მოწყობა მიმდინარეობს.

“თითქმის დასრულებულია ობიექტის ტერიტორიაზე არსებული შენობა – ნაგებობის მშენებლობაც.
პროექტის ღირებულება 951 000 ლარია.
ობიექტი განკუთვნილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იმ 30 ერთეული ავტობუსისთვის, რომლებიც მერიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა.

გორში მალე ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა”, – განაცხადეს გორის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები