ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 156.7 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ყურძნის რეალიზაციიდან მევენახეებმა კახეთში 156.7 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს. ამ დროისთვის კახეთში 156 131 ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 114 496 ტყონა რქაწითელია, 34 740 ტონა საფერავი, 2 529 ტონა კახური მწვანე, 125 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთული, 4 241 ტონა სხვა ჯიშები.

როგორც ცნობილია, წელს მთავრობამ რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. 0.30-თეთრიან სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები