“ჯადოსნური ღამე” ბაღდათში – ლევან შენგელიას კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მუსიკოს ლევან შენგელიას საღამოს უმასპინძლა.
“ჯადოსნური ღამე” სოფელ ობჩაში რევაზ ლაღიძის სახლ–მუზეუმის ეზოში გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ლევან შენგელიამ ბენდის და სოლისტების თანხლებით, რევაზ ლაღიძის და ჯანსუღ კახიძის შემოქმედება შეასრულა.
“ორი დიდი მაესტროს უკვდავი სიმღერები, მათმ შობლიურ მხარეში,
აპლოდისმენტების ფონზე შესრულდა.
“ჯადოსნური ღამე” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, ა.(ა).ი.პ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების და საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის თეატრ ” პაოლო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთდად გილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები