რუსთავში ღვარცოფსაწინააღმდეგო სანიაღვრე არხების მოწყობა სრულდება
რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლების განმავლობაში რუსთავის ტერიტორია, კერძოდ – ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძისა და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში სანიაღვრე არხი მოეწყო, რომელიც წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებასა და დატბორვისგან რუსთავის დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.