დუშეთში უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

როგორც „კვირას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, გამოკვლევები მოიცავს ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, გულის ექოსკოპიასა და ლაბორატორიული კვლევებს.

„ბენეფიციართა მიღება დაიწყება 10:00 საათიდან, ანანურის საჯარო სკოლაში. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები