თამარ გაბუნია: ქვეყანაში ტესტების მარაგი საკმარისია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის.
როგორც გაბუნიამ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით აჭარაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების მარაგი საკმარისია.
“ქვეყანაში ტესტების მარაგი საკმარისია. ჩვენ, დაახლოებით, მილიონამდე ტესტი მოვიმარაგეთ, ნახევარი მილიონი უკვე ქვეყანაშია, დანარჩენი კი შემოდის. ის, თუ რამდენი ტესტი უნდა გაკეთდეს, ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე უკვე განსაზღვრულია იმ შუქნიშნის მოდელში, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ქვეყანა მწვანე ზონაშია 7000-მდე ტესტი უნდა ტარდებოდეს და როცა წითელ ზონას მიაღწევს მაშინ, დაახლოებით, 15 000 უნდა აღწევდეს.
რაც შეეხება საწოლფონდს – საავადმყოფოებში საწოლფონდის დეფიციტი დღევანდელი მდგომარეობით არ არის”, – აღნიშნა გაბუნიამ.