თამარ გაბუნია: აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა დავიწყეთ

“კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა დავიწყეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარაში განაცხადა.

მისივე თქმით, ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იყოს 16-დან 65 წლამდე ასაკის და ქრონიკული დაავადებები გამოხატული არ უნდა ჰქონდეს.

“შემთხვევების უდიდესი ნაწილი ბათუმზე მოდის, რაც მიუთითებს, რომ ეპიდემიას აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო ადვილია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დასტაბილურების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. დღეს მთავარი ყურადღება გადატანილია იმ პაციენტებზე, რომლებიც ჰოსპიტლებში იმყოფებიან. კარგია ის, რომ პაციენტები, რომლებიც სექტემბრის თვეში გამოვლინდნენ, იყვნენ მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები. მათ ჰოსპიტალური მკურნალობა არ სჭირდებოდათ და ამიტომ სამინისტრომ გამოიყენა სასტუმროს მოდელი. დავიწყეთ ბინაზეც პაციენტების მეთვალყურეობის პროცესი, თუ ეს არის ოჯახური შემთხვევა, 16-დან 65 წლამდე და არ არის ქრონიკული დაავადებები გამოხატული, აქაც გართულების რისკი დაბალია და პაციენტის მართვა ბინაზეა შესაძლებელი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები