კახა კალაძე: თბილისში “ფორდის” მარკის 300 ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში “ფორდის” მარკის 300 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა.

მისივე თქმით, ავტობუსების ნაწილი ოქტომბერში უკვე ადგილზე იქნება.

“ფორდის” მარკის 300 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება. 180 კალენდარული დღის განმავლობაში, მოხდება დანარჩენების შემოყვანაც იმისთვის, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსები. რა თქმა უნდა, 300 ერთეული არ არის საკმარისი და დამატებითი შესყიდვებიც იქნება საჭირო”, – აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები