თამარ გაბუნია: წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, დამატებით შესყიდვაზეც ვმუშაობთ
“წელს გრიპის 200 ათასამდე ვაქცინა გვექნება, ასევე, დამატებით შესყიდვაზეც ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, საქართველოში ვაქცინის ათვისების მხრივ მაღალი აქტივობა არ არის.
“სეზონური გრიპის ვაქცინა სახელმწიფომ შეისყიდა, საუბარია 135 ათას დოზაზე, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა. სასურველი იქნებოდა, ზოგადად, ქვეყანას, მეტი მოცვა ჰქონდეს ვაქცინის, მაგრამ ამ ვაქცინების მიმღებლობა და ათვისება მაღალი არ არის. ამდენად, მზარდ რეჟიმში ვართ იმ რეალისტური შეფასებების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ასევე – ვაქცინის ათვისების კუთხით. წელს გვექნება 200 ათასამდე ვაქცინა და ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა და შევისყიდოთ რადგან ზოგადად, წელს დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.