ნათია მეზვრიშვილი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

“კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ შეზღუდვებს, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ – ამას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები