ნიკო ფიროსმანაშვილის „რთველი“ სიღნაღის მუზეუმში

ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) „რთველის“ სურათს აქვეყნებს. მუშამბა,ზეთი. 126×297 სმ.
სურათი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში ინახება.

„სურათში ყურძნის მოსავლის აღების ტრადიცია მრავალფეროვნებითა და დამაჯერებლობით არის წარმოდგენილი. აქ გაერთიანებულია რთველის უძველესი რიტუალის ყველა შემადგენელი ეპიზოდი: ყურძნის კრეფა, დაწურვა, ქვევრების რეცხვა და ღვინით შევსება, ნადიმისთვის მზადება. მრავალფიგურიანი სურათი არაერთ უაღრესად საინტერესო ტიპაჟს და სცენას გადმოსცემს. მასში კარგად ჩანს მხატვრის მიერ მიკროკომპოზიციების ერთ ორგანულ კომპოზიციურ მთლიანობაში გაერთიანების გენიალური უნარი“.

ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია სიღნაღის მუზეუმში.
სამშაბათი-კვირა, 10:00-17:30 სთ.

სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი №8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები