თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი ღია ცის ქვეშ გაიმართება

22-29 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი – Tbilisi Piano Fest ღია ცის ქვეშ გაიმართება. კონცერტებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და არტოს ბაღი უმასპინძლებს.

წლევანდელი ფესტივალის არტისტები არიან:

დუდანა მაზმანიშვილი და  კრისტიან იარვი;
ბორის ბერეზოვსკი და ნიკოლოზ რაჭველი;
მასიმილიანო ფერატი;
ციპრიენ კაცარისი.
„აუცილებლად დავაფასოთ შესაძლებლობა, რომელიც ბოლო თვეებში, უფრო დიდ ფუფუნებად გვექცა, ვიდრე ოდესმე.. ნამდვილი მუსიკა კედლებს გარეთ, გულწრფელი გრძნობებითა და ცოცხალი შესრულებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები