ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, პედაგოგების შრომის სათანადოდ დასაფასებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ყველა ის მიღწევა თუ პრობლემატური საკითხი განვიხილეთ, რომლის წინაშეც დღეს საბავშვო ბაღები და მათი აღსაზრდელები დგანან. გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და რთული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, მათ შორის საბავშვო ბაღების პედაგოგები, აღსაზრდელები და მათი მშობლები. საბავშვო ბაღების პედაგოგები ძალიან მოტივირებულად და დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. მათი შრომა ფასდაუდებელია და საამაყოა ის საქმე, რომელსაც ისინი ემსახურებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი შრომის სათანადოდ დასაფასებლად.
​ისინი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ ახალი თაობის ღირსეულ აღზრდაში მონაწილეობისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები