ასლან შაინიძე: ჩვენ უარს ვეუბნებით კახა ოქრიაშვილსა და სისხლისმწოველ “ნაციონალებს”

“4 წლის წინ კახა ოქრიაშვილის არჩევით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს, რომლებმაც საქართელოს მოაშორეს „ნაციონალური მოძრაობა“ – გუნდი, რომელიც არბევდა ეკლესიებს, გუნდი, რომელიც ებრძობა სიტყვის თავისუფლებას, გუნდი, რომლის წევრებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელობით იყვნენ სისხლის მწოველები ქართველი საზოგადოების მიმართ”, – ამის შესახებ კახა ოქრიაშვილის ყოფილმა მხარდამჭერმა, ასლან შაინიძემ წალკაში გოგი მეშველიანის საარჩევნო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეიდან “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი 20-მდე წალკელი კახა ოქრიაშვილს ემიჯნება და მხარს გოგი მეშველიანს უჭერს.

„ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ 4 წლის წინ საქართველოს პარლამენტში დეპუტატად ავირჩიეთ კახა ოქრიაშვილი, მაშინ ფაქტობრივად მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს, რომლებმაც საქართელოს მოაშორეს „ნაციონალური მოძრაობა“ – გუნდი, რომელიც არბევდა ეკლესიებს, გუნდი, რომელიც ებრძოდა სიტყვის თავისუფლებას, გუნდი, რომლის წევრებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელობით იყვნენ სისხლისმწოველები ქართველი საზოგადოების მიმართ. ჩვენ გავიგეთ რომ კახა ოქრიაშვილმა უღალატა თავის მოქმედ გუნდს „ქართულ ოცნებას“ და გადავიდა “ნაციონალების” მხარდამჭერთა რიგებში. შესაბამისად, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთის, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ კახა ოქრიაშვილს და გავემიჯნოთ მის მზავკრულ გეგმებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთის ვიყავით და ვიქნებით „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთა რიგებში. თქვენი საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელ მოქმედ ხელისუფლებას და წალკის გამგეობის ხელმძღვანელობას რაიონში განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათის“, – თქვა ასლან შაინიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, არაერთმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები