ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის
“აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.
„ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრა კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის. იმედი მაქვს, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევბის მიუხედავად, ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ამ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.