ისრაელმა, მსოფლიოში პირველმა, განმეორებითი კარანტინი დააწესა
ისრაელში საერთო ეროვნული კარანტინი დღეიდან ძალაში შევიდა. ამრიგად, ქვეყანა მსოფლიოში პირველი გახდა, სადაც კარანტინი ისევ ამოქმედდა.
შეზღუდვები ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება, მათ შორის, შეეხება ებრაულ დღესასწაულებს, მათგან პირველის – როშ-ჰა-შანას აღნიშვნა დღეს იწყება.
მოქალაქეებს აეკრძალებათ სახლებიდან 1000 მეტრზე დიდი მანძილით გასვლა, 10 ადამიანზე მეტის შეკრება იზღუდება, დაიხურა სპორტული დარბაზები, სკოლები, სახელმწიფო სექტორში თანამშრომელთა მხოლოდ ნახევარი იმუშავებს, კერძო სექტორში კი კომპანიებს კლიენტების მიღება ეკრძალებათ.
ამასთან, როგორც ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, კარანტინი შეიძლება, გახანგრძლივდეს.