წყალტუბოში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვებიდან ერთ-ერთია.
როგორც “რეგიონულ კვირას” წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა
ჩხეტიანმა განუცხადა, პედაგოგმა ვირუსზე ტესტი გუშინ ჩაიტარა და დადებითი პასუხი აჩვენა. ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები