ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1096,9 ტონა), იტალიაში (636,7 ტონა), ჩეხეთში (220,3 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (126 ტონა), ლიეტუვაში (101 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), საბერძნეთში (34,7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (229,5 ტონა), რუსეთი (160 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (80,5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (39,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).
წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.
სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.
კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები