„ყოველდღიურად ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს”- გოჩა ენუქიძე სარჩევნო კამპანიას ცაგერში აგრძელებს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან, გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
დღეს ცაგერში, კეჭნარის პარკში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

გოჩა ენუქიძემ შეკრებილ მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და მთავრობის მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროგრამები გააცნო. მან თავის გამოსვლაში ლეჩხუმის მაღალ ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი.
ბექა საღინაძე, რომელიც რამდენიმე წელია ლეჩხუმში მეღვინეობას მისდევს, „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები მოსახლოებასა და ამომრჩეველთან მნიშვნელოვანი და შედეგიანია.

”მე ახალგაზრდა მეწარმე ვარ და ღვინოს ჩემივე მოყვანილი ყურძნით ვამზადებ, ვაწარმოებ და ვყიდი. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი პატარა ბიზნესი დაცულია საგადასახადო და სახელმწიფო წნეხისგაბ, პირიქით, ყველა რგოლი და სტრუქტურა ხელს მიწყობს, რომ ჩემი წარმოება გავაფართოვო. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ვსარგებლობ, ერთადერთი რაც პროპლემად გვრჩება-ლეჩხუმის გაზიფიცირებაა“, – ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო კამპანია საინტერესოდ მიმდინარეობს.

”ამ ტიპის შეხვედრები, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე ასარჩევი კანდიდატისთვისაც ბევრის მომცემია, ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობი მოსახლეობის საჭიროებებს, ვაცნობთ მთავრობის პროგრამებსა და გეგმებს, ვეუბნებით, რომ ჩვენი მთავრობისა და პარტიის ძირითადი ამოსავალი წერტილი ადამიანები და მათზე ზრუნვაა. ასეთი შეხვედრები ჩემს სამაჟორიტარო ლოკაციებზე პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება“, – თქვა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები