გოგი მეშველიანი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზაციების საქმიანობასა და კანდიდატის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გაიცვალა. აქვე განიხილეს, თუ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რა პროგრამებსა და პროექტებზე გაკეთდება აქცენტები.

„ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა მიმდინარე პრიცესებში, შესაბამისად, მივესალმები მათ აქტიურ მონაწილეობას და ყველანაირად შევუწყობ ხელს“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები