გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამხატვრო სკოლის, მუზეუმისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამხატვრო სკოლის, მუზეუმისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

„სიამაყის შეგრძნება დამეუფლა ახლად რეაბილიტირებული სურათების გალერიისა და ისტორიული მუზეუმის შენობების მონახულებისას. ლეჩხუმი უნიკალური მხარეა, თავისი ისტორიული ძეგლებით, ამიტომ მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნას შეფასებული მათი და იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ჩვენ ყველას, ამ დიდებულ ისტორიას სამაგალითოდ გვინარჩუნებენ“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები