ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზით 350 ოჯახი ისარგებლებს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეს მეურნეობისა და ბობოყვათში კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით ასფალტბეტონის საფარი მოეწყო. ორივე მიმართულებით 3 777 გრძივ მეტრ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე, სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობა მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 350 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები