გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში ინფორმაცია შევიდა, რომ გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მეოთხე სართულზე ხანძარი იყო და სახლში მწოლიარე ქალი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძარი-სამაშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მათივე ცნობით, მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ამოწმებენ.
მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას 2 მამაკაციც გამოიყვანეს.
ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაოებში 3 ეკიპაჟია ჩართულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები