ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა გავატარეთ

“ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა გავატარეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ, ევროპარლამენტის ანგარიში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და მხარდაჭერაა.

„საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის წინაშე და, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ვინაიდან ჩვენი მთავარი მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაცია, ამ მიმართულებით ჩვენ გავატარეთ არაერთი რეფორმა, დაგეგმილი გვაქვს შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილებები და ეს მხარდაჭერა ევროკავშირის, ევროპარლამენტის მხრიდან არის აღიარება, ერთი მხრივ, ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების და მხარდაჭერა რომ ეს რეფორმები სწორად გატარდა, მეორე მხრივ, არის დამატებითი წახალისება და მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ სვლა იგივე მიმართულებით, შეუჩერებლად შემდგომი რეფორმებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები