ამირან გამყრელიძე: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა – პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება, გახდეს ვაქცინა – ამიტომ, ვატაროთ პირბადე

“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს, თქვა – პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება, გახდეს ვაქცინა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, იქ, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, პირბადის ტარება აუცილებელია.

“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, რომ პირბადე უფრო მეტად იცავს ამ ინფექციის გავრცელებისგან, ვიდრე – ვაქცინა. ეს არის უზარმაზარი ადამიანი, უზარმაზარი გამოცდილებით, ძალიან გავლენიანი პიროვნებაა, შარშან საქართველოში იმყოფებოდა და მისი დღევანდელი ციტატა – “პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება, გახდეს ვაქცინა”, მნიშვნელოვანია. ამიტომ, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პანდემიის პირობებში პირბადე გახდეს ჩვენი ცხოვრების წესი. პირბადე გამოვიყენოთ ყველგან, სადაც არ ხერხდება დისტანციის დაცვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები