გოგი მეშველიანი: საქართველოს პარლამენტში ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და ხალხის წინაშე

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი განთიადის, საყდრიონის, აიაზმასა და ნარდევანის მოსახლეობას შეხვდა.

წალკის მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტები არიან და მთავარი გამოწვევა დაუკანონებელი სახლები და მიწებია. მმართველი გუნდის კანდიდატმა ეკომიგრანტთა საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.

გოგი მეშველიანის თქმით, 2015 წლიდან, 2004-2012 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაკანონების პროცესი დაიწყო.
მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ეკომიგრანტების საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოსახლეობის მოთხოვნების დროულად დასაკმაყოფილებლად მუდმივი კომუნიკაცია ექნება შესაბამის უწყებებთან.
„საქართველოს პარლამენტში ყოფნა ჩემთვის, პირველ ყოვლისა, არის დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ყველა რესურსს გამოვიყენებ იმისათვის, რომ არსებული გამოწვევები სწრაფად აღმოიფხვრას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები