გოჩა ენუქიძე: კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში; ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს. ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ მოქალაქეთა 24 საათიანი თერმოსკრინინგი.
აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში – სოფელ ტვიშისა და გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე.

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები