ანრი ოხანაშვილი: მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების” გუნდის დამსახურებით გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები

„ჩვენ გავხსენით ისტორიული პროცესი და სასამართლოს მიერ კონკრეტული სტატისტიკა ცხადყოფს დღეს, რომ საქართველოს მოქალაქე, პირი, რომელსაც აქვს დავა სასამართლოში – როგორ სრულდება – სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში, აგებს დავას მოქალაქესთან, რაც ვერავის წარმოედგინა”, – აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს განიხილავდნენ.

ოხანაშვილის თქმით, ის, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ის – რომ პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს და არ არის სინქრონში, ეს იმ ყველაფრის შედეგია, რასაც „ქართული ოცნების” გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებში ხდება დაზუსტება და ეს არ უნდა იყოს აღქმული, თითქოს, რამე გაფუჭდა და ახლა სწორდება.

„არაფერი გამოსასწორებელი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ვიდავეთ და სწორედ იურიდიული კომიტეტმა და მისმა წარმომადგენლებმა შეძლეს ის, რომ გააბათილეს ყველა ის არგუმენტი, რაც ჰქონდა სახალხო დამცველის ოფისს. ეს არის რეალობა. ამიტომ, ჩვენ მიერ შემუშავებული რეგულაცია იყო უმნიშვნელოვანესი. როდესაც საუბრობთ, რომ პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იყო, საინტერესოა, ვისი დამსახურებით გაიხსნა ეს პროცესი?! ვინ შეიმუშავა ეს ცვლილებები?! ამ მოწვევის პარლამენტმა, უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ”. „ქართული ოცნების” გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან. შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ეს ლოგიკურია, პოლიტიკური პაექრობის ნაწილია, თუმცა, ფაქტია, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების” გუნდის დამსახურებით, გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები. ეს იყო გახსნილი, გამჭვირვალე პროცედურა. შესაბამისად, ეს ცვლილებები ემსახურება დაზუსტებას და არა იმას, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია და რამეს ვასწორებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები