ნათია მეზვრიშვილი: მთავრობა თანმიმდევრულად მუშაობს, სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დგას
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
მისივე თქმით, სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დგას.
“რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია. კონტროლი გამკაცრებულია. მთავრობა თანმიმდევრულად მუშაობს. სრული კარანტინის საჭიროება არ დგას. აუცილებელია საზოგადოების მხრიდან ხელშეწყობა. მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.