გიორგი ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ნაცისტური პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ქვეყანას

„ნაცმოძრაობის” ნაცისტური პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ქვეყანას. ფაროსანამ მოგვაყენა უდიდესი ზიანი, მაგრამ მუხლებზე არ დავეცით. პანდემიამ ვერ წაგვაქცია. ელოდებოდნენ, რომ გვექნებოდა ემბარგო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი და აშშ ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, ყველგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ევროპარლამენტში რამდენიმე კომენტარი იყო ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია რეალობიდან. თითქოს აქ არის ოლიგარქიული მმართველობა და ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა. ასეთ კომენტარებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებები მქონდა და კვლავაც მექნება. მათ ძალიან მწვავე, არასწორი და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთეს. ეს აცდენილია იმ ყველაფერს, რაზეც იყო საუბარი ევროპარლამენტში. საქმე ისაა, რომ „ნაცმოძრაობის” ეს ნაცისტური პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ქვეყანას. ფაროსანამ მოგვაყენა უდიდესი ზიანი, მაგრამ მუხლებზე არ დავეცით. პანდემიამ ვერ წაგვაქცია. ელოდებოდნენ, რომ გვექნებოდა ემბარგო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი და აშშ ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, ყველგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იმ ბოროტი ღვარძლით რაც ჰქონდათ ვერაფრით ვერ მიაღწიეს რაიმე შედეგს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები