რომან გოცირიძე – ევროპარლამენტარების განცხადებებზე: არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და, განსაკუთრებით, არჩევნების მიმართ იჩენენ.

მისივე განცხადებით, ქვეყანას არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება მძიმედ დაუჯდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ შეფასებები უმძიმესია და კვლავ ნახსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანა იმართება „ჩრდილოვანი მეთოდით“. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში კვლავ არიან „პოლიტიკური პატიმრები“ და პირდაპირ მოუწოდებენ გიორგი რურუას გათავისუფლებას. კვლავ საუბარია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული და სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლო იმართება პოლიტიკური პარტიის მიერ და რომ დღეს სასამართლო ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად გადაიქცა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებს, მის სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე შეფასებებია. არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების დროს ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები