საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია – 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.