პუტინი ლუკაშენკოს 1,5 მლრდ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელორუს კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი ბელორუსს სახელმწიფო კრედიტის სახით 1,5 მლრდ დოლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ პუტინმა სოჭში ბოჩაროვის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც ლუკაშენკო ჩავიდა.
“ცოტა ხნის წინ ბელორუსში ვიზიტით რუსეთის მთავრობის მეთაური, მიშუსტინი იმყოფებოდა. მას სერიოზული, დიდი მოლაპარაკებები გამართა, რომლებიც ყველა სფეროში იყო წარმატებული, მათ შორის, ფინანსურ სფეროში. შევთანხმდით, რომ რუსეთი ბელორუსს ამ რთულ მომენტში სახელმწიფო კრედიტის სახით 1,5 მლრდ დოლარს გამოუყოფს”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ამჟამად, ფინანსთა მინისტრები მოლაპარაკებას პროფესიულ დონეზე მართავენ.