მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე

“ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, ხვალიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს წარმოადგენს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კარანტინის ვადა 9 დღემდე იზღუდება.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც არის ნაცვალგების ქვეყნების ჩამონათვალში და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, ხვალიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი წარმოადგენენ 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს“, – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები