ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს.
მისივე თქმით, აღნიშნულისთვის, საკანონმდებლო დონეზე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
“თავიდანვე ვთქვით, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს. ამისთვის საკანონმდებლო დონეზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ, ამისთვის სპეციალური პროტოკოლები მუშავდება”, – აღნიშნა თურნავამ.