ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს.

მისივე თქმით, მთავრობა მომზადებულია იმისთვის, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაუმკლავდეს.

“საქართველო და მთავრობა ვართ იმდენად მომზადებულები, რომ შეგვიძლია სრულად გავუმკლავდეთ არსებულ ვითარებას და ეპიდემიას მასშტაბური საკარანტინო ღონისძიებების, მსხვილი ბიზნესების დახურვის გარეშე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს. ვინაიდან უკვე ადაპტირების ეტაპზე გადავედით, რაც ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაგრძელდეს, ბიზნესმა შექმნას დოვლათი, საჯარო უწყებებმა შეფერხების გარეშე იმუშაონ, ამ ადაპტირების პროცესში ძირითად აქცენტს წერტილოვან გამოვლენაზე ვაკეთებთ და უკვე გვაქვს შემთხვევები, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომლებს გამოუვლინდა ვირუსი, ამან ზოგადად არ შეაფერხა ამ ორგანიზაციების მუშაობა. მაგალითად, „ენგურჰესი“ სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, ამ ობიექტის მუშაობას არაფერი ემუქრება, ასევე ბათუმის იუსტიციის სახლი, მედიაშია ასეთი შემთხვევები და სხვა”,- განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები