ნათია მეზვრიშვილი: გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს, პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე

“გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს,  ამ წესების დაცვა გააკონტროლოს.

„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში პოლიციასა და შრომის ინსპექციას იმიტომ, რომ, რეალურად, პასუხისმგებლობა, დღეს არის თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები