სვეტლანა ტიხანოვსკაია ვლადიმერ პუტინს მიმართავს

ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ოპოზიციის ერთერთ ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს, რომელიც რამდენიმე საათში სოჭში ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

ტიხანოსკაია კრემლის ხელმძღვანელს ახსენებს, რომ რაზეც უნდა შეთანხმდეს დღევანდელ შეხვედრაზე, მოლაპარაკებას კანონიერი ძალა არ ექნება.

“მსურს, შევახსენო ვლადიმერ პუტინს: რაც უნდა მოიმოქმედოთ და რაზეც უნდა შეთანხმდეთ სოჭის შეხვედრაზე – ამას კანონიერი ძალა ვერ ექნება. ყველა შეთანხმება, რომელიც არალეგიტიმურ ლუკაშენკოსთან იქნება მიღწეული, ახალი ხელისუფლების მიერ იქნება გადახედილი, რადგან ბელორუსის ხალხმა ლუკაშენკოს არჩევნებზე მხარდაჭერაზე უარი უთხრა და უნდობლობა გამოუცხადა. ვწუხვარ, რომ თქვენ უზურპატორთან გადაწყვიტეთ დიალოგი და არა – ბელორუსის ხალხთან”, – დაწერა ტიხანოვსკაიამ.

სოჭში რამდენიმე საათში ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრა დაიწყება. ლუკაშენკოსთვის ეს პირველი ვიზიტი გახდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად მან, ოფიციალური მონაცემით, ხმების უმრავლესობა მოიპოვა. თუმცა, 9 აგვისტოს შემდეგ ბელორუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ქუჩაში გამოსულები ქვეყნის ცესკო-ს მიერ დადებულ რიცხვებს უნდობლობას უცხადებენ, ითხოვენ განმეორებით არჩევნებსა და ლუკაშენკოს გადადგომას. აქციებს მსხვერპლიც მოჰყვა, დაკავებულია ათასობით პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები