ამირან გამყრელიძე: ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ, ეპიდემიის თვალსაზრისით, საქართველოში აჭარა ცხელ წერტილად რჩება.

მისივე თქმით, აჭარაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება.

“დღევანდელი დღით, ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება. სერიოზული ღონისძიებები ტარდება. მხედველობაში მაქვს გაფართოებული ტესტირება. ცაგერის მუნიციპალიტეტს რაც შეეხება, იქ ბოლო კვირის განმავლობაში ჩატარდა ინტენსიური გამოკვლევები და, საბედნიეროდ, არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვაქვს.

რაც შეეხება გურიას – გვაქვს რამდენიმე მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევა, რაც დაკავშირებულია ბათუმსა და ქორწილთან. 2200 მასწავლებელი აღირიცხა, რომელიც აჭარაში ისვენებდა. გამოკვლეულ იქნა 808 მასწავლებელი და 6 შემთხვევაში დადასტურდა ინფიცირება. მოხდა მათი იზოლირება და საავადმყოფოებში გადაყვანა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები