ნათია მეზვრიშვილი: სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
მისივე თქმით, კორონავირუსისთან დაკავშირებით მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
“დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა არის გაცილებით მომზადებული. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრული კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ სიფრთხილე საჭიროა, აუცილებელია დისტანცია, პირბადეების ტარება”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.