ნინო ნიჟარაძე: აჭარაში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის

“აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კონტროლდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების მიდევნება”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო 6 სამედიცინო დაწესებულება. უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს ბათუმის ხუთ პოლიკლინიკასა და ორ კარავში.

მისივე თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და, ძირითადად, ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება.

„რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა, უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია,   გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი.

„ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ არცერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები