თემქაზე, ერთერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 6 პირი იმყოფებოდა – დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.
“თემქაზე, არაშენდას კორპუსში, ჩამოვარდა ლიფტი, შიგნით იყო 6 მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმა. ყველა მათგანი ამოყვანილია”,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.